ჩვენს შესახებ

მოგზაურობა იწყება ტრანსპორტით.

GoGEx

ჩვენი კომპანია დაარსდა 2021 წელს და დღემდე აგრძელებს განვითარებას როგორც ტურისტული ტრანსპორტის კომპანია და პარტნიორი პლატფორმა სააგენტოებისა და მძღოლებისთვის.


ბაზარზე ტურიზმის ზრდასთან ერთად მოიმატა მოთხოვნამ სანდო ტრანსპორტსა და პროფესიონალ მძღოლებზე. განსაკუთრებით პოპულარული გახდა მძღოლები, რომლებიც დამოუკიდებლად მართავენ ინდივიდუალურ ან მცირე ჯგუფურ ტურებს — გიდის გარეშე, მაგრამ გიდის დონეზე. GoGEx შეიქმნა სწორედ ამ საჭიროებიდან.

ჩვენ ვეხმარებით ტურისტულ სააგენტოებს დროისა და რესურსის დაზოგვაში — ვთავაზობთ გადამოწმებულ მძღოლებს, ხარისხიან ტრანსპორტს და სრულ კოორდინაციას ტურის დაწყებიდან დასრულებამდე. ჩვენმა გუნდმა ზუსტად იცის, რა სჭირდება სტუმარს თითოეულ ლოკაციაზე და როგორ უნდა მოიქცეს მძღოლი-გიდი, რომ მოგზაურობა იყოს დასამახსოვრებელი. ამასთან, GoGEx მუდმივად ზრუნავს მძღოლების პროფესიულ განვითარებაზე და მომსახურების სტანდარტების ამაღლებაზე.

დღეს GoGEx აერთიანებს 450-ზე მეტ ტრანსპორტსა და პროფესიონალ მძღოლ-გიდს. ვემსახურებით ტურისტულ სააგენტოებს, ტუროპერატორებს, საშტუმროებს და კერძო მომხმარებლებს როგორც საქართველოში, ისე სომხეთში.

🎯 ჩვენი მიზანია, გავხადოთ ტურისტული მძღოლი-გიდისა და ტრანსპორტის მომსახურება საქართველოში უფრო ორგანიზებული, სანდო და ხარისხიანი.

რა გამოგვარჩევს?

  • ყურადღებიანი და ერთიანი გუნდი
  • სანდოობა და გამჭვირვალობა
  • მძღოლებისადმი პატივისცემა და მხარდაჭერა
  • პროფესიონალიზმი
  • მუდმივი განვითარება და პროგრესისკენ სვლა
  • მომსახურების მაღალი სტანდარტების დაცვა

ჩვენი სერვისები მოიცავს:

  • ტურისტული ტრანსპორტის მომსახურებას;
  • გიდ-მძღოლების უზრუნველყოფას;
  • პროგრამის ლოჯისტიკურ კოორდინაციას;
  • პარტნიორ სააგენტოებთან გამჭვირვალე ფინანსურ ურთიერთობას.

GoGEx არის მეტი, ვიდრე ტრანსპორტი — ეს არის სანდო პარტნიორი, რომელიც ზრუნავს როგორც მძღოლზე, ისე სააგენტოზე და ტურისტზე.

გახდი ჩვენი პარტნიორი, მიიღე უმაღლესი ხარისხის მომსახურება!

დაგვიკავშირდი

ტურიზმის ბოლო სიახლეები

გაიცანი სიახლეებს ტურიზმის სფეროში

ყველა სიახლის ნახვა

შეცვალე ფერი