მძღოლი-გიდი (Driver-Guide)
მძღოლი-გიდი არის ადამიანი, რომელიც თავადვე მართავს ტრანსპორტს და პარალელურად ატარებს ტურისტულ პროგრამას.
GoGEx - ში მძღოლი-გიდობა მეტია, ვიდრე უბრალოდ სამუშაო: ეს არის პატრიოტული სული, ქვეყნის სიყვარული, ქართული სტუმარ-მასპინძლობა და პროფესიონალიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ტურისტისთვის დამახსოვრებელ და უსაფრთხო მოგზაურობას.
რით განსხვავდება მძღოლი-გიდი მძღოლისგან?
მძღოლი: მხოლოდ ტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტულ მართვაზეა პასუხისმგებელი.
გიდი: ვალდებულია ტურისტს მიაწოდოს ისტორიული ინფორმაცია, სრულყოფილად ფლობდეს მათ ენას და აცნობს სხვადასხვა ლოკაციას სიღრმისეულად.
მძღოლი-გიდი: აერთიანებს ორივეს — ტრანსპორტის მართვას და ტურისტული პროგრამის ორგანიზებას.
პროფესიული მოვალეობები
- ტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტული მართვა
- ტურის მართვა – უზრუნველყოფს ტურის დროულ და ორგანიზებულ წარმართვას
- ტურის პროგრამის ზუსტად შესრულება – წინასწარ გაწერილი ტურის დაგეგმილი ლოკაციების მიხედვით
- ტურისტებთან კომუნიკაცია – პასუხობს შეკითხვებს, ეხმარება ენობრივ ან კულტურულ ბარიერებში, ქმნის მეგობრულ გარემოს
- უსაფრთხოებაზე ზრუნვა – ყურადღებას აქცევს მგზავრების უსაფრთხოებას და ჯანმრთელობას
- პრობლემების გადაჭრა – ტურის პროცესში წარმოქმნილი გაუთვალისწინებელი სიტუაციების ეფექტურად მოგვარება
გინდა გახდე Gogex-ის პარტნიორი მძღოლი-გიდი?
შემოუერთდი ჩვენს გუნდს და გახდი ნაწილი პროფესიონალი საზოგადოებისა, რომელიც იცავს ხარისხის სტანდარტებს, ზრუნავს ტურისტზე და ამაღლებს საქართველოს ტრანსპორტის მომსახურების დონეს.
ტურიზმის ბოლო სიახლეები
გაიცანი სიახლეებს ტურიზმის სფეროში