- 2026-01-01 06:53:10
2026-ში ღვინის პოპულარიზაციისათვის 13 მლნ დაიხარჯება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციაში 13 044 000 ლარ დახარჯავს. მომავალ წელს სარეკლამო კამპანიები 18-მდე ქვეყანაში უნდა ჩატარდეს.
მარკეტინგული კამპანიები გაიმართება: აშშ-ში; გერმანიაში; პოლონეთში; ჩინეთში; დიდ ბრიტანეთში; იაპონიაში; სამხრეთ კორეაში; საქართველოში.
გარდა ამისა დაგეგმილია 20-ზე მეტ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა.
„მიზანია საქართველოში მეღვინეობის განვითარება და მის ფარგლებს გარეთ არსებულ საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაცია, ცნობადობის ამაღლება და საექსპორტო მიწოდების მაქსიმალურად ზრდა“, – წერია შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ღვინის ეროვნული სააგენტო მსგავს კამპანიებს ყოველწლიურად ატარებს. 2025 წელს ამისთვის 12 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. დაახლოებით ამდენივე დაიხარჯა 2024 წელსაც.
www.radiotavisupleba.ge