- 2026-01-01 06:53:10
სოფელი ორაგვე, უნიკალური ტურისტული პოტენციალით და ბუნებრივი სიმდიდრით გამოირჩეული სოფელი – ლანჩხუთში
ორაგვე მდებარეობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელი უნიკალური ტურისტული პოტენციალით და ბუნებრივი სიმდიდრით გამოირჩევა.
მისი ისტორია მე-7 საუკუნიდან იწყება. არის უამრავი ეკოლოგიურად სუფთა,
საპიკნიკე და გასართობი სივრცე.
ბუნების მშვენებაა ეშკანის წყალუხვი ჩანჩქერი. ასევე არის ორი გამოქვაბული (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ყველაზე დიდი). ბოლო წლებში აშენდა -“წმინდა თეკლას“ სახელობის დედათა სამონასტრო კომპლექსი.
მისი სილამაზე და საოცარი სიმშვიდე ქმნის დაუვიწყარ ჰარმონიას, საიდანაც საოცარი ხედი იშლება კოლხეთის დაბლობზე. ორაგვეში მოეწყო, ასევე ტურისტებისთვის 5 კმ-იანი საფეხმავლო ბილიკი, რომელიც უკავშირდება სოფელ აცანას, სადაც იქ მისულ ვიზიტორს დახვდება საოცარი ბუნება და დასასვენებელი სივრცეები.