Ensana საქართველოში “კურორტ საირმე...

ევროპის წამყვანი სამედიცინო სპა-ოპერატორი, Ensana საქართველო...

Image

Ensana საქართველოში “კურორტ საირმეში” შემოდის

ევროპის წამყვანი სამედიცინო სპა-ოპერატორი, Ensana საქართველოში “კურორტ საირმეში” შემოდის. ამის შესახებ ინფორმაციას Ensana საკუთარ Facebook გვერდზე აქვეყნებს. 

საერთაშორისო კომპანიის მიერ  გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Ensana 2026 წლიდან კომპანია “კურორტი საირმის” სამ ობიექტზე დაიწყებს ოპერირებას: New Sairme, Sairme Resort და Sairme Public Spa.

როგორც Ensana-ს განცხადებაშია აღნიშნული, ამჟამად სასტუმროებში მიმდინარეობს განახლება და გაფართოება. ეს იქნება Ensana-ს პირველი პროექტი ქართულ ბაზარზე. 

შეგახსენებთ, Ensana  ევროპაში წამყვანი სამედიცინო, ველნეს და სპა-ოპერატორი კომპანიაა.

შეცვალე ფერი